26 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
მამობის დასადგენი ტესტის ჩასატარებლად მხატვარ სალვადორ დალის სხეულის ექსგუმაცია იგეგმება

მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის სხეულის ექსგუმაცია იგეგმება. ამ პროცედურა მამობის ტესტის ჩატარებისთვის გახდა საჭირო.

ესპანელი ქალი, მარია პილარ აბელ მარტინეზი აცხადებს, რომ სალვადორ დალი მამამისია.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განმარტა, რომ ექსგუმაციის საჭიროება სალვადორ დალის ბიოლოგიური მტკიცებულებების არარსებობამ გამოიწვია. მოსამართლის თქმით, სალვადორ დალის დნმ-ს შემცველი პერსონალური ნივთებიც აღარ არსებობს, რაც ანალიზისთვის იქნებოდა საკმარისი.

სურეალისტი მხატვარი 85 წლის ასაკში ესპანეთში დაიღუპა. სალვადორ დალი მშობლიურ ქალაქშია დაკრძალული. 

ფოტო: bbc.com

დღის ამბები