19 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, თელავში საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

აკურის ჭაბურღილის შემთხვევა ერთ-ერთია, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლების თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესწავლისას აღმოაჩინა. ჭაბურღილმა, რომლის მოწყობაზე 64 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა ექსპლოატაციაში შევლიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა.

გასული ორი წლის განმავლობაში შპს ”ბილდინგთან“ გამარტივებული შესყიდვით გაფორმდა 30 ხელშეკრულება, რომელთა ღირებულებაც 448 ათას ლარამდეა. ყველა ტენდერში გამარჯვებული კომპანია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ძმას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახური ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს.

დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის ხარჯები გამჭირვალე უნდა იყოს.

ოპოზიციაში კი აუდიტის ანგარიშში გამოვლენილ დარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავენ.

აუდიტის ანგარიშში გამოვლენის დარღვევებზე პასუხი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გასცა. ის დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ ხედავს, თუმცა აღიარებს, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობს.

აუდიტის დასკვნის თანახმად, ჩამოთვლილი დარღვევებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტს წინასწარი შესწავლა უნდა განეხორციელებინა, თუმცა როგორც გაირკვა, მუნიციპალიტეტში ამ თემით არავინ დაინტერესებულა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები