19 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
ბიუჯეტის ფული არჩევნებისთვის - „ქართულ ოცნებას“ კორუფციაში ამხელენ

არასამთავრობო სექტორში თბილისის მერიაში შესაძლო წინასაარჩევნო კორუფციაზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის“ ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მერია თბილისელების ფულს, დაახლოებით 60 მილიონ ლარს, საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, იმ კომპანიების დამფუძნებლები, რომლებთანაც დედაქალაქის მთავრობა კონტრაქტებს აფორმებდა, ხშირ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში დედაქალაქის მთავრობის მიერ ფულის გაფლანგვაზეც საუბრობენ. მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ტენდერის გარეშე ასობით ათასი ლარი კომპანიებს ისეთ მომსახურებაში გადაურიცხა, რომლის დაგეგმვაც და ტენდერის გამოცხადებაც თვეებით ადრე იყო შესაძლებელი.

კვლევის მიხედვით, პრაქტიკულად ყველა ბიზნესმენი, ვინც მმართველ პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა, კონტრაქტს პირდაპირი მიყიდვის წესით - ექსკლუზიურად აფორმებდა. ასეთი კომპანიების რიცხვში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ზიმოც“ ფიგურირებს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ კონტრაქტები კეთილსინდისიერი წესით აქვთ მოპოვებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თბილისის მერია თბილისელების ფულს ფლანგავს, ხოლო უმრავლესობის წევრების აზრით, ამ ტენდერებში საეჭვო და კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

ამავე თემაზე
დღის ამბები