მსხვერპლი მოჰყვა ავარიას გორში. ქალაქის ერთ-ერთ გასასვლელთან მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.