25 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
დეკანოზი ციხეში შესაძლოა არქიმანდრიტმა კახაბერ გოგოტიშვილმა და მამა დავით ჭინჭარაულმა მოინახულონ

მოინახულებენ თუ არა დღეს მეუფეები დაკავებულ დეკანოზს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არქიმანდრიტ კახაბერ გოგოტიშვილს და მამა დავით ჭინჭარაულს გიორგი მამალაძის მონახულება კათალიკოს პატრიარქმა დაავალა. შეხვედრის ინიციატორი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მეუფეების დახმარებით ის პატრიარქისთვის წერილის გადაცემას გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ შეხვედრა დღეს საბოლოოდ გადაწყდება, ე.წ. მატროსოვის ციხეში სასულიერო პირები 12:00 საათისთვის მივლენ.

საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მამა კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ ის დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდება.

„ჩვენ არაფერი გვაქვს გადასაცემი და თუ მას რაიმე აქვს გადმოსაცემი, ამას მოგახსენებთ,“-განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

დღის ამბები