25 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
ხანძარი ვაჟა ფშაველას გამზირზე - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია

ხანძარი ვაჟა ფშაველას გამზირის 37 ნომერში. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის ფართობი. მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა მამაკაცმა. ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას მოხერხდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მოხდა მათი ევაკუაცია. ვაჟა ფშაველას გამზირზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო მანქანა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.

დღის ამბები