20 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - კანონპროექტზე "ქართული ოცნების" დახურულ შეხვედრაზე იმსჯელეს 

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი იყო დღის ბოლოს პარლამენტში, უმრავლესობის ფორმატში გამართული დახურული შეხვედრის თემა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე, გაიმართება შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ საბოლოოდ შემუშავებული კანონპროექტი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას უფრო ჰუმანურს გახდის და ის არა დასჯაზე, არამედ ადამიანთა დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.

დეპუტატ ლევან კობერიძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებებია.

„უმრავლესობაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ გუნდს წარმოვადგენთ, ძალიან ბევრ საკითხზე დეპუტატებს აქვთ თავიანთი პრინციპული განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, მსჯელობა მიმდინარეობს სწორედ ამ ჭრილში,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი ბიუროზე გუშინ დარეგისტრირდა.

დღის ამბები