24 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ხარვეზები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში - "IDFI"-მ შენიშვნები იურიდიულ კომიტეტს გაუგზავნა 

სამოქალაქო სექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" შენიშვნები იურიდიულ საქმეთა კომიტეტს უკვე გადაუგზავნა.

მათი მტკიცებით, წარმოდგენილი კანონპროექტი დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ცვლილებები ტენდერებზე ნაწილობრივ უარის გარდა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შემცირების ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს, არხზე მცირდება სოციალური რეკლამაც.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი არსებული რედაქციით დამტკიცდება, სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„კანონპროექტში პირდაპირ არის მითითებული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ ინფორმაციაზე, რა ინფორმაცია განეკუთვნება საჯაროს და რა არა, ამის შესახებ ფაქტობრივად ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, გენერალური დირექტორი. თუკი საბჭოს ჰქონდა უფლება, რომ ბიუჯეტში ცვლილებების ინიცირება მოეხდინა, ახლა უკვე კანონპროექტის არსებული რედაქციით მას ამის უფლება აღარ ექნება,“ - განაცხადა "IDFI"-ის იურისტმა ნინო მერებაშვილმა.

დღის ამბები