25 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. შალვა ნათელაშვილი უკვე შეხვდა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ჯონ ჰერბსტს და კონგრესმენ ფით სეშენს.

საუბარი საქარველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა.

„მთავარი თემა საუბრის არის საქართველოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, რაც გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურმა მმართველობამ. რაც დღეს ხდება საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის ყველა იმ მიღწევისგან უკან დახევა, რომელსაც ჩვენმა ხალხმა მრავალათასიანი ბრძოლით მიაღწია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეხვედრები დღეს უკვე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაგრძელდება. დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან, ტედ პოსთან.

დღის ამბები