24 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
რექს ტილესონმა და სერგეი ლავროვმა სირიაში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს

სირიაში მიმდინარე კონფლიქტი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა. რექს ტილესონმა და სერგეი ლავროვმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთის აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ. პარალელურად, თეთრი სახლი სირიაში შესაძლო ქიმიური თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ასადის ხელისუფლებას მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები