19 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
სპეკულირება, რომ რაღაც საპროცესო ნორმების დარღვევით არის ჩატარებული, სიცრუეა - ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ირაკლი შოთაძე სპეკულაციას უწოდებს, საუბარს იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო პროცესი საპროცესო ნორმების დარღვევით არის წარიმართა. 

მისივე განმარტებით, თუ ბრალდებულის დაცვის მხარეს რაიმე პრეტენზია აქვს, ამისთვის არსებობს სასამართლო ინსტანცია. 

"ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება ჩატარებულია კანონის მკაცრი დაცვით. შესაბამისად, ეს სპეკულირება, რომ რაღაც დარღვეულია ან რაღაც საპროცესო ნორმების დარღვევით არის ჩატარებული, არის სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თუ არსებობს რაიმე დარღვევა, ამისთვის არსებობს სასამართლო. დაცვის მხარეს შეუძლია თავის პოზიცია დააფიქსიროს სასამართლოში," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მთავარმა პროკურორმა ირაკლი მამალაძესზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე, შესაბამისად, მისი უფლებაა, დატოვოს საქართველოს საზღვარი.

"ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება," - აღნიშნა შოთაძემ.  

 

დღის ამბები