20 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
პრეზიდენტის შვილის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი სასამართლომ გაათავისუფლა

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი, 3 თვიანი პატიმრობის შემდეგ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვის ბრალდებით დაკავებული, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა. საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი უნდა დაკითხულიყო. 

ანა მარგველაშვილი ჩვენებას მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმეზე მისცემდა. თათარიშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს და უკანონო პატიმარია. დღესვე პროცესზე უნდა დაკითხულიყო ამავე საქმეზე პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს დაკითხავს.

სასამართლო 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, დაგვიანებით დაიწყო. ვასილ სამხარაძე 300 ლარით დაჯარიმდა. 

 

 

 

დღის ამბები