24 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაიღუპა 10 წლის ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბენზეს დასახლებაში მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, "ოპელის" მარკის ავტომობილი მოზარდს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები