25 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას 1-ელ ივლისს გეგმავს

"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე პრემიერ კახა კალაძის წარდგენას 1 ივლისს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა​. 

დეპუტატის თქმით, შაბათს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და კახა კალაძეს კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ. 

გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე გამარჯვებას კახა კალაძე მოიპოვებს. 

„მე ვფიქრობ , რომ მეორე ტური არ შედგება და "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს. კახა კალაძემ საკმაოდ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა. მთავარი კონკურენტის არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო პერიოდში და დღესაც იქნება გაკეთებული საქმეების წარმოჩინება, ის ხარვეზები, რაც ჩვენს საქმიანობას გააჩნია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კახა კალაძის შემცვლელს, ვოლსკის ინფორმაციით, მას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი შეცვლის. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში უალტერნატივო კანდიდატია. 

„კახი კალაძე იქნება უალტერნატივო კანდიდატი. იმიტომ, რომ ბატონ კახის აქვს ძალიან კარგი წარსული, ის არის საქმის მკეთებელი ადამიანი, ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერი და ადამიანი, რომელმაც სადაც არ წავიდა თავის პროფესიულ ცხოვრებაში გასაოცარ წარმატებას მიაღწია,“ - აცხადებს სოფიო კილაძე.

 

დღის ამბები