20 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
"ეს არის მისი პირადული, რაღაცის გადაცემა უნდა პატრიარქისთვის" - მამა გიორგი მამალაძესთან სასულიერო პირები იმყოფებოდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხე სასულიერო პირებმა დატოვეს. ისინი მამა გიორგი მამალაძესთან იმყოფებოდნენ. სასულიერო პირების განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მათ პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის თხოვნა დაავალა.

„ეს არის მისი პირადული, რაღაცა უნდა პატრიარქისთვის გადაცემა და მე უნდა გადავცე, წერილის გამოტანის უფლება არ გვაქვს სიტყვიერად დაგვაბარა. არაფრის შეტანის და გამოტანის უფლება არ გვაქვს. მან სიტყვიერად დაგვაბარა, ლოცვა-კურთხევა გვთხოვა პატრიარქთან, რომ გადავცეთ, რომ ლოცვა-კურთხევა მისცეს რომ დალოცოს და გაძლიერდეს და დანარჩენი პირადული,“ - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა. 

"კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე, ქონდათ თუ არა მათ საუბარი ციანიდთან დაკავშირებით, მამა კახაბერმა განაცხადა, რომ მათ დეკანოზთან ამ თემაზე არ ულაპარაკიათ. 

დღის ამბები