19 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
შსს-მ შატილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, შატილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შატილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი სპორტსმენი, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან მეორე დღეს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით.

დღის ამბები