24 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - დაჭრილია ოპერატორი

ყაჩაღობა ახალციხის მუნიციპალიტეტში - სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოპერატორი ცივი იარაღით დაჭრეს და თანხა გაიტაცეს.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, ოპერატორისთვის მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. 

დღის ამბები