20 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
კიევში სამხედრო დაზვერვის ვიცე პოლკოვნიკის მანქანა ააფეთქეს

კიევში სამხედრო დაზვერვის ვიცე პოლკოვნიკის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა დილით მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავტომობილის მფლობელი მაქსიმ შაპოვალა ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ორი გამვლელი.

შაპოვალა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს.

კიევში ვარაუდობენ, რომ აფეთქება რუსეთის სპეცსამსახურის მიერაა ორგანიზებული.

დღის ამბები