19 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
პრეზიდენტმა გაითვალისწინა ოპოზიციის აზრი - მამუკა მდინარაძე თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადებას ეხმაურება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.

თუმცა, მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა.

„როგორც ვიცი, თარიღის შესახებ კონსულტაციები იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამასობაში როგორც ჩანს, გათვალისწინებული იყო ოპოზიციის აზრი იმის შესახებ, რომ მათ ერჩივნათ ოქტომბრის ბოლოს, პრეზიდენტი ასეც მოიქცა, როგორც ვხედავთ. მე ვფიქრობ, არანაირი აზრი არ აქვს არჩევნების თარიღს.

"მოლოდინი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ არ უნდა იყოს, გამომდინარე წინა პრაქტიკიდან, გამომდინარე ჩვენი დამოკიდებულებიდან არჩევნების მიმართ, გამომდინარე იმ განვითარებიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ასეთი საფრთხეები არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგიდან, დაბრალებებიდან გამომდინარე ოპოზიციის მესიჯი, რომელიც ვფიქრობ, არ უნდა გავიმეოროთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში, მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის აქტი კი 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა. 

დღის ამბები