25 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
"ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეცდება - ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ელოდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი ძალით შეეცდება.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძალიან დიდი პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის", იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ მათი ელექტორალური შანსები არის მნიშვნელოვნად შემცირებული, განწყობები არის რეალურად მათ საწინააღმდეგოდ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, რომ გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა რესურსი, იქნება ეს სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი თუ სხვა, რომ რამენაირად შეცვალონ ის სავარაუდო საარჩევნო შედეგი, რაც დადგება ოქტომბერში,“ - განაცადა თინათინ ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადებას ეხმაურებიან "ევროპული საქართველოს" წევრებიც. პარტიაში აცხადებენ, რომ თარიღის გამოცხადებამ პროცესში მეტი სიცხადე შეიტანა.

„ჩვენ უკვე ვატარებთ თემატურ პრეზენტაციებსაც თბილისის სხვადასხვა უბნებში და არჩევნების თარიღის დანიშვნამ უბრალოდ დამატებითი სიცხადე შემოიტანა ამ ყველაფერში. კარგია, რომ ამ ყველაფერს დამატებითი დაპირისპირება არ მოჰყვება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ეს თარიღი უკვე შეთანხმებული აქვთ ერთმანეთთან,“ - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში, მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის აქტი კი 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები