19 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
"ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს" - ჰენრიკ მორტენსენი

ALDE-ს ვიცე პრეზიდენტი თბილისშია. ჰენრიკ მორტენსენიმ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან უკვე გამართა, ერთობლივი ბრიფინგი კი, "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად ჩაატარა.

შეხვედრების მთავარი თემები, აფგან მუხთარლის საქმე, საკონსტიტუციო ცვლილებები და მომავალი ადგილობრივი არჩევნები იყო.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი მათ შორის იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და თვითმმართველობის არჩევნები.

"თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, კითხვები ისევ არსებობს.

საერთაშორისო საზოგადოება მუხთარლის გატაცების საქმეზე ისევ ქართული მხარის პასუხებს ელოდება. ALDE-ს ვიცე პრეზიდენტის ჰენრიკ მორტენსენის თქმით, დემოკრატიული  ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბედი. ALDE-ს კომიტეტის სხდომაზე გამოვხატეთ ეს შეშფოთება და მოვითხოვეთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ გაუჩინარდა აფგან მუხთარლი. ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს. ევროპარლამენტმაც ამიტომ მიიღო რეზოლუცია ამ საკითხზე და საქართველოს ხელისუფლებას სიმართლის დადგენა მოსთხოვა. ჩვენ ამ საკითხის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც გვაინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ხელისუფლების ცვლილების მოქნილი შესაძლებლობა და ბალანსის სისტემა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის,“ - განაცხადა ჰენრიკ მორტენსენიმ.

დღის ამბები