20 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრები დაცვის პოლიციაში არსებულ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ

"ევროპული საქართველოს" წევრები დაცვის პოლიციაში არსებულ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. გივი თარგამაძის განცხადებით, დაცვის პოლიცია პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და სახელმწიფო ტენდერებში უპირატესობას ფლობს.

"ევროპული საქართველოს" წევრები, სახელფასო პოლიტიკასაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ამ გზით ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარის მითვისება ხდება.

„ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ერთი კონკრეტული დეპარტამენტის მაგალითზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტოტალური კორუფციის სქემა. ეს არის დაცვის დეპარტამენტი, სადაც არის ხელმძღვანელი ბატონი ტომარაძე. ტომარაძე ყოველწლიურად აკეთებს უზარმაზარ თანხას, რომელიც ნაწილდება შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაში,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღის ამბები