23 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
მასიური კიბერთავდასხმა უკრაინაზე

უკრაინა მასიური კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიები ავრცელებენ.  

ცნობილია, რომ ჰაკერებმა თავდასხმა, როგორც ქვეყნის სამინისტროებზე, ისე სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკული ფირმებსა და მეტროს ქსელზეც კი განახორციელეს. 

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ფინანსური ორგანიზაციები და ბანკები შესაძლო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა და ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთიდან მომავალი შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა.

 

ჟურნალისტი კრისტოფერ მილერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის ერთ-ერთი სამინსიტროს კომპიუტერის სურათს აზიარებს.

 

დღის ამბები