19 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არის დაგეგმილი საქართველოში - ეკა მიშველაძე

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ცნობილია, რომ პეტრე პოროშენკო თბილისში ივლისში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას.

„უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არის დაგეგმილი საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

დღის ამბები