19 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
"თუ თქვენ ამ წარწერას ხედავთ, ე.ი. თქვენი ფაილები ხელმისაწვდომი აღარ არის" - კიბერთავდასხმები მსოფლიოს მასშტაბით

"თუ თქვენ ამ წარწერას ხედავთ, ე.ი. თქვენი ფაილები ხელმისაწვდომი აღარ არის..." - ეს წარწერა დღეს მსოფლიოს ათობით კომპანიის კომპიუტერების მონიტორებზე გამოჩნდა.

ბიზნესკომპანიები მსოფლიო მასშტაბით  - სარეკლამო კომპანია WPP, Роснефть, უკრაინის ბანკები, აეროპორტები და კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიბერთავდასხმებს განიცდიან.

თავდაპირველად ჰაკერები კომპანიებში კომპიუტერებს თიშავენ და მოგვიანებით წარწერას აჩენენ, რომელზეც მითითებულია, თუ რა უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ იმისათვის, რომ საკუთარ ფაილებზე წვდომა კვლავ აღუდგეს.

კიბერთავდამხსმელები სხვადასხვა ბანკისა თუ საერთაშორისო კომპანიისგან, თითოეულ კომპიუტერში შენახული ინფორმაციის სანაცვლოდ, 300$-ის საფასურის ბითქოინების გადარიცხვას ითხოვენ.

უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმა სავარაუდოდ რუსეთიდან ან დონბასიდან განხორციელდა.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი საქართველოში ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობაც გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები