20 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
შოთა პაკელიანმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა

შოთა პაკელიანმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შოთა პაკელიანი აცხადებს, რომ მისი გამოკითხვა უფრო დეტალურად წარიმართა.

შოთა პაკელიანი პროკურატურამ დღეს დაზარალებულად სცნო. საფუძველი 22 ივნისს მედიაში გავრცელებული კადრებია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

პაკელიანი აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ყველა იმ პოლიციელის დასჯაა, რომელიც მასზე განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა. მას ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, ორივე პოლიციელის, ირაკლი ქიტოშვილისა და გურამ კასრაძის, პასუხისმგებლობის დაყენების იმედი აქვს.

შოტა პაკელიანის უფლებების დამცველი აცხადებს, რომ პოლიციელები პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ და შეუსაბამო ჩვენებებს აძლევდნენ საგამოძიებო უწყებას. ადვოკატი აღნიშნავს, რომ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები და რეალურად მომხდარი ფაქტები რომელიც კამერებმაც დააფიქსირეს, ერთმანეთს არ ემთხვევა. 

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს ნარკოტიკული საშუალების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

დღის ამბები