20 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ადგილობრივი არჩევნები - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ბრალდებები პრეზიდენტის მისამართით 

პოლიტიკურ კალენდარზე არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა მონიშნა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დაუნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური პარტიები სავარაუდო თარიღის შესახებ გააფრთხილა, თუმცა თქვა, რომ ბრძანებს მხოლოდ არჩევნებამდე 60 დღით ადრე და მთავრობასთან შეთანხმებით გამოსცემს.

პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ოპოზიცია აკრიტიკებს. ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა უკანასკნელი შანსი ხელიდან გაუშვა.

ახლა "ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით საარჩევნო კოდექსს ცვლის, ცვლილებების შემდეგ კი პრეზიდენტს უფლება აღარ ექნება, არჩევნების თარიღი ხმის მიცემის პროცედურამდე 60 დღით ადრე დაასახელოს.

რაც უფრო ადრე ხდება ცნობილი არჩევნების დღე, მმართველ პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსს კარგავს, რადგან წინასაარჩევნო შეზღუდვები ძალაში შედის.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ოპოზიცია ამბობს, რომ ამჯერად პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" დაუთმო.

ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებს მმართველი გუნდი.

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების თარიღის განსაზღვრისას სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესები გაითვალისწინა.

თბილისის მერი ფიქრობს, რომ ბრძოლაში ოცნებას კონკურენტები არ ეყოლება.

არჩევნებამდე 4 თვე რჩება. დღევანდელი მდგომარეობით კი საარჩევნო კამპანია სექტემბრიდან დაიწყება. 

დღის ამბები