19 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
უპრეცენდენტო შემთხვევა ქართულ არმიაში - ცოლ-ქმარი სამხედრო სამსახურს ერთდროულად მოიხდის

ქართულ ჯარში წყვილმა მსახურება ერთდროულად დაიწყო. ქორწინებიდან სამი წლის თავზე ნინა მეგრელიშვილმა და ლევან მჭედლიძემ ორი წლის შვილი სახლში დატოვეს და თავად იარაღი აიღეს ხელში.

ნინა მეგრელიშვილი 18 წლისაა და უკვე სამი დღეა, რაც სამხედრო მომზადების კურსს გადის. ოცეულში ის ერთადერთი გოგოა. ნინას მეუღლე, ლევან მჭედლიძეც 18 წლისაა და ჯარში წასვლა ცოლთან ერთად გადაწყვიტა.

ქართული არმიის 26-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხედრო სამსახურს წყვილი ერთდროულად მოიხდის. ლევანი აღიარებს, რომ სამხედრო სამსახურის დაწყებამდე ნინას ფიზიკურ დატვირთვებზე ძალიან ღელავდა.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს შეიარაღებულ ძალებში ქალი სამხედროების რიცხვის მომატების ფაქტი მოსწონს და ფიქრობს, რომ მანდილოსნები მამაკაცებს ბევრ დისციპლინაში სჯობნიან.

იმისთვის, რომ ქართული არმიის ფორმა მოირგონ, ლევანმა და ნინამ საწყისი 3-თვიანი კურსის ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მხოლოდ ამის შემდეგ დადებენ ისინი ფიცს და შეიარაღებულ ძალებში სამსახურს დაიწყებენ.

დღის ამბები