18 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
კაბინეტში ზის და არ დაგვინახია - კახეთის რეგიონის მოსახლეობა მაჟორიტარების საქმიანობას აფასებს

„გარეთ არ გამოსულა, კაბინეტში ზის და არ დაგვინახია, ვინ არის,“ - ასე აფასებს საგარეჯოს მოსახლეობა მათი მაჟორიტარის საქმიანობას.

კახეთის რეგიონში „არჩევანის“ მიერ გამოკითხულთა ნაწილმა არ იცის, ვინ არის მაჟორიტარი. საგარეჯოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პოზიტიურად აფასებს მაჟორიტარ რომან მუჩიაშვილის საქმიანობას. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ რომან მუჩიაშვილი არჩევნების შემდეგ მათი გასაჭირით აღარ დაინტერესებულა.

გურჯაანში კი მაჟორიტარის სახელს გამოკითხულთა ნაწილი ვერ იხსენებს და აღნიშნავენ, რომ გზების მეტი ჯერ არაფერი გაკეთებულა. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ დავით სონღულაშვილი გურჯაანში ბევრ პროექტს ახორციელებს.

თელავის მოსახლეობა მაჟორიტარ ირაკლი სესიაშვილს არ იცნობენ. მოსახლეობის ნაწილი ვერ აკონკრეტებს მის მიერ გაკეთებულ ბევრს პროექტს.

სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მაჟორიტარის სახელი გაგებული აქვთ, თუმცა მის გაკეთებულ საქმეს ვერ იხსენებენ.

„ერთხელ გამოსულა, მოუკითხია, ვინ ხარ?“ - მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ხალხს ხშირად არ ხვდება. გამოკითხულთა ნაწილი შიოლაშვილის გაკეთებულ პროექტებთან ერთად იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომელთა მოგვარება ვერ ხერხდება. 

დღის ამბები