20 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
გადაავადეს ქართული დემოკრატია - ხატია დეკანოიძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აფასებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ის აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებას აანონსებდა, თუმცა ეს დაპირება არ შეუსრულებიათ.

„2015 წლის 31 აგვისტოს დეკლარირება, ესეც ტყუილი დაპირება იყო, როდესაც, თურმე, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით არჩევნები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2016 წელს კი არა, "ვენეციის კომისიაც" კი მოატყუეს და ყველასთვის წვრილმან თაღლითობას ჰქონდა ადგილი, ყველა ამომრჩეველი მოატყუეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და გადაავადეს ქართული დემოკრატია,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია არანაირი კონსენსუსის შედეგი არ არის. ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2024 წელს პროპორციულზე გადასვლის არანაირი გარანტია არ არსებობს. 

დღის ამბები