16 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
ხელისუფლება ცდილობს, რაიმე სისტემით უსამართლოდ მოიპოვოს დამატებითი ხმები - ელენე ხოშტარია

„აქ საუბარია იმ შერეულ სისტემაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოში, ყველა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, უბრალოდ, ხელისუფლების მხრიდან დამატებითი ხმების მიღების და უსამართლო ბალანსის შესაქმნელად პარლამენტში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მაჟორიტარების ხარჯზე 40%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ დაპირებები გაიხსენა, რომელთა მიხედვით, უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრობდა.

„ის პროპორციული სისტემა, რომელსაც გვთავაზობდნენ, ის არ არის სისტემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიას წააგდება იმიტომ, რომ ბონუსის სისტემა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს, რომ მთავრობამ მიიტაცოს მეტი ხმები იმტომ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი და ძალიან სამართლიანად, რომ ისინი შეძლებენ სამართლიან პროპორციულ სისტემაში მართლაც უმრავლესობა მოიპოვონ. ამიტომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ მთელი ეს პერიოდი ხელისუფლება ცდილობს, რაიმე სისტემით, ან შერეული სისტემის დატოვებით, ან ბონუსის სისტემით შეეცადოს, რომ უსამართლოდ მოიპოვოს დამატებითი ხმები,“ - განაცხადა ელენეხოშტარიამ.

მისი თქმით, ამ ხრიკებით „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს, რადგან საზოგადოებას ვერ მოატყუებს.

ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ  მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც თვეების განმავლობაში ამ საკითხზე საუბრობდა და სახალხო განხილვებს მართავდა. 

მისი აზრით, "ქართული ოცნება" 2024 წელს საარჩევნო სისტემის განმსაზღვრელი აღარ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები