24 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
რატომ მოატყუეთ საზოგადოება?! - ცხარე კამათი „არჩევანის“ ეთერში

„რატომ მოატყუეთ საზოგადოება?!“ - ეს შეკითხვა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, დაუსვა.

დეპუტატებმა  შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასხვლის თაობაზე იკამათეს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის საარჩევნო სისტემა ამჟამინდელზე უკეთესია.

„ჩვენ მიგვაჩნია, უბრალოდ, გუნდის ძალიან დიდი ნაწილს, რომ პროპორციული არის უკეთესი სისტემა და გადავდივართ იმისთვის, რომ ნამდვილად გადავიდეთ, რათა წინა შეცდომა არ გავიმეოროთ, წინა უპასუხისმგებლო ოპოზიციის შეცდომა მათ შორის. ჩვენ წავედით კონსენსუსზე,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართვლოს“ წევრების, ხატია დეკანოიძისა და ელენე ხოშტარიას, აზრით კი „ქართული ოცნება“ ხალხს დაჰპირდა, რომ მომდევნო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა და საზოგადოება მოატყუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები