16 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით,  გიორგი მარგველაშვილი ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრებს.

ჯანი ბუკიკიო და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს ხვალ ბათუმში შეხვდებიან, სადაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი გაიმართება.

ღონისძიებაზე კონსტიტუციური პრინციპების დაცვაზე იმსჯელებენ. 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს. ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის სახელით კონგრესის მონაწილეებისთვის მიღებაც გაიმართება.

„პრეზიდენტი სასამართლოს მიმართ პატივისცემის ნიშნად გამოდის სიტყვით ამ კონგრესზე. ამავე დროს შეხვდება ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს და განიხილავს მასთან საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს, მიმდინარე მოვლენებს, კონტექსტს, იმას თუ რა პირობებში ხდება საქართველოში კონსტიტუციის მიღება,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები