25 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
უნდა დაისაჯოს "ქართული ოცნება" - არასაპარლამენტო ოპოზიცია ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდება 

არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს საკუთარ პრეტენზიებს გააცნობს.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრების თქმით, ბუკიკიოსთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება საკონსტიტუციო პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვასა და ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით წარიმართება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები საერთაშორისო ზეწოლის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ  მმართველმა გუნდმა ორი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებათა სულ სხვა პროექტს უყარა კენჭი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან დეტალურად და კონკრეტულად ინფორმირება ვენეციის კომისიისა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ტყუილი იკადრა ხელისუფლებამ. როგორ მოატყუა მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროპა და უპირველეს ყოვლისა ვენეციის კომისია, როდესაც ამუშავა პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის. კონკრეტულად იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნება“ ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით,“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

დღის ამბები