19 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ლეილა მუსტაფაევამ მეუღლის გატაცებაზე ინფორმაცია პარტია „მუსავატის“ ლიდერს მიაწოდა 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე, ლელილა მუსტაფაევა, აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის „მუსავატის“ ლიდერს არიფ ჰაჯილის შეხვდა.

მუსტაფაევამ ოპოზიციის ლიდერს აფგან მუხტარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პოლიტიკოსმა ჟურნალისტის მეუღლეს მხარდაჭერა აღუთქვა და  საქმის ობიექტურად გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, არიფ ჰაჯილი აზერბაიჯანულმა პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხა.

ჟურნალისტის მეუღლის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს აფგან მუხთარლისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ აღძრული საქმეები ერთმანეთს დააკავშიროს.

მუსავატის” ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პროკურატურამ ის აფგან მუხთარლის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. გამოძიება დაინტერესდა, იყო თუ არა ფული, რომელიც აფგან მუხთარლის გადაჰქონდა, განკუთვნილი ოპოზიცური პარტიებისთვის. პროკურატურამ ასევე თავად აფგან მუხთარლის ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაუსვა კითხვები. აზერბაიჯანული მხარე ცდილობს აფგან მუხთარლის საქმე ოპოზიციური პარტიების საქმეს დაუკავშიროს. ეს ყველაფერი საქართვერლოში მიმდინარე გატაცების გამოძიებას ჩრდილს აყენებს, აფგან მუხთარლის თხოვნით მე თბილისში ვრჩები, რადგან მას ეშინია, რომ ჩემს აზერბაიჯანში ყოფნას გამოიყენებენ როგორ იარაღს მის წინააღმდეგ და აიძულებენ ყველა ცრუ ბრალდება აღიაროს,”-განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

დღის ამბები