19 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსი - კანონმდებლები დღეს ცვლილებებზე იმსჯელებენ 

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებს, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას, ეხება კანონმდებლები დღეს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

შესაძლოა დღესვე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას ეხება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა ცვლილება საარჩევნო სისტემისა და არსებული ვითარების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამ ცვლილებებით ხდება თვითმმართველობის უფლებების შეზღუდვა, რა თქმა უნდა არასერიოზულია. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მიმართული იქნება სწორედ თვითმმართველობის დამოუკიდებლობის და მათი გაძლიერებისაკენ,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ხელისუფლებას კანონის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდლობს შეამციროს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და რათა ამით რეგიონებში პოზიციები განიმტკიცოს.

„თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხი დაკავშირებულია  ერთ მიმართულებასთან ხელისუფლებისა, მათ არ უნდათ ადამიანები მონაწილეობდნენ ხელისუფლების ფორმირებაში. ეს არის მთავარი შეტყობინება იმ საკანონმდებლო ინიციატივებისა, რასაც მთავრობა ეწევა. მთავრობას ეშინია ხალხის,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს პლენარულ სესიაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ, საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს „ევროპული საქართველო.”

დღის ამბები