24 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - პედაგოგები დემირელის სკოლების მმართველის გათავისუფლებას ითხოვენ

დემირელის სკოლების მმართველის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ კოლეჯის პედაგოგები და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები.

დღესვე მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გადაეცემათ.

დემირელის სკოლების მმართველს თურქეთის მხარე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მუსტაფა ემრი ჩაბუქს სამ-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.

„ერთსულოვანია ყველა ამ მოთხოვნაში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, არ წარმოადგენს ეს ადამიანი საფრთხეს. ჩვენ არ ვითხოვთ სასამართლო პროცესი შეწყდეს. დადგინდეს სიმართლე და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი,“-განაცხადა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის კათედრის ხელმძღვანელმა ნოდარ ჭუმბურიძემ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცველმა თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს.

დღის ამბები