16 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის მკვლელობა - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს

უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის, მაქსიმ შაპოვალის მკვლელობის საქმეში გამოძიება მთავარ ვერსიად რუსულ კვალს განიხილავს.

განცხადება უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა გააკეთა.

აფეთქება, რომელსაც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუშინ მოხდა.

მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ერთი გამვლელი დაშავდა.

თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს.

მაქსიმ შაპოვალი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის აეროპორტის გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები