20 აპრილი 2024,   01:22
ვრცლად
ვენესუელაში უმაღლეს სასამართლოს შენობას პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს

ვენესუელაში უმაღლეს სასამართლოს შენობას პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმას რამდენიმე აფეთქებაც მოჰყვა.

ვენესუელის პრეზიდენტმა, რომლის წინააღმდეგაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

მოგვიანებით, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ვიდეომიმართვაში თავდასხმა აღიარა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ "სამხედრო პირების, პოლიციისა და მოქალაქეების კოალიცია" გამოდის.

დღის ამბები