25 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
არიზონას შტატის ქალაქ გუდვინში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა

არიზონას შტატის ქალაქ გუდვინში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ცეცხლი სულ მცირე 16 ჰექტარზე გავრცელდა.

მიუხედავად მცდელობისა, მაშველებმა ცეცხლის მხოლოდ 5%-ის ლოკალიზება შეძლეს.

სტიქიასთან ბრძოლას ძლიერი ქარი უშლის ხელს. ხელისუფლება ხანძრის კიდევ უფრო გავრცელებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები