18 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აჭარის რეგიონში სექსტრეფიკინგი და იძულებითი პროსტიტუცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიში მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, ტრეფიკინგის შესახებ საქართველო უკვე მეორე წელია პირველ კალათაში ხვდება და დეპარტამენტის მოხსენებაშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად იცავს ტრეფიკინგის აღკვეთასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არის გოგონების და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების ქვეყანა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 21-ე საუკუნე იქნება ადამიანთა ვაჭრობის ბოლო საუკუნე და ეს არის ის, რაზეც ყველა პასუხისმგებელი ვართ. სამწუხაროდ, ჩვენი გამოწვევა უზარმაზარია. დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი. ასე, რომ ნათელია, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ისევე როგორც მთავრობებს მთელს მსოფლიოში“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.

ანგარიში საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, ივანკა ტრამპა წარუდგინეს.

"კონსერვატიული გათვლებთაც კი 20 მილიონი ადამიანია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აქ, შეერთებულ შტატებში, რომლებიც გაბმულნი არიან ადამიანის ტრეფიკინგის სიტუაციებში და ექსპლუატაციის საზარელ გარემოებებში... როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ადამიანებით ვაჭრობის დასრულება ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, ივანკა ტრამპმა.

 

დღის ამბები