25 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები დანაშაულს ხელს აფარებენ - ოპოზიცია აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს

„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება აუცილებელია, რადგან სერგი კაპანაძის თქმით, ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა საზოგადოებაში ნდობა დაკარგეს.

„სამართალდამცავ ორგანოებს ნდობა არ გააჩნიათ, ისინი პირდაპირ მონაწილეობდნენ ამ სამარცხვინო საქმეში. მე არ დავიწყებ სპეკულირებას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი იყოს განხილული საკმაოდ მწვავედ და იმედი მაქვს, რომ საღი აზრი ეყოფა ნაწილს მაინც უმრავლესობის ფარგლებში,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

ხელისუფლებას დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა.“ 

„ახლა ცდილობენ ამ დანაშაულის ან შერბილებას ან საერთოდ პრობლემის მიჩუმათებას და დეაქტუალიზაციას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რადგან იმდენად ღრმად შეტოპეს, რომ ერთი როდესაც მოხდა დანაშაული და მეორე, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან დაწყებული და წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, ამ დანაშაულს ხელს აფარებენ და ხდებიან დანაშაულის თანამონაწილეები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები