25 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით დემირელის კოლეჯის პედაგოგებმა ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს

საქართველოში დემირელის სკოლის წარმომადგენლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით კოლეჯის პედაგოგები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. მათ ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს და ახალა ფიქრობენ თუ ვის მიმართონ რეაგირებისთვის. სავარაუდოდ, ისინი ხელმოწერებს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებში მიიტანენ. პედაგოგები მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებულის მეუღლის, თუბა ჩაბუქის აზრით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი პოლიტიკური პატიმარია.

„ამ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოთ“,- განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ხვალ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალური კომისიის წარმომადგენლები მოინახულებენ, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებულს გამოკითხავენ. გამოკითხვას ინტერვიუ ეწოდება.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ ჩაბუქთან ინტერვიუ შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. 7 ივლისს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, აძლევს თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს პოლიტიკურ თავშესაფარს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები