20 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ქართველ პარტნიორებს 2 მილიონამდე დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ქართველ პარტნიორებს და მათ მფარველებს 1 მილიონ 800 ათასი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. ინვესტორების თქმით, თანხის მოტყუებით დაუფლებაში ყოფილი მთავარი პროკურორის გარემოცვაც იყო ჩართული.

აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამბობს, რომ რეზო ხვედელიძემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა მის მიერ მიცემული თანხა გახარჯეს.

„რეზო და მისი შვილი მოვიდნენ ჩემთან, წავედით ნოტარიუსთან და გაფორმებული კონტრაქტი მასთან დავამტკიცეთ, შემდეგ ჩემი პირადი ანგარიშიდან მათ ფირმას მივეცი ინვესტიცია მილიონ 800 ათასი დოლარის ოდენობით. შევთანხმდით, რომ 1 წლის შემდეგ ისინი ამ თანხას დამიბრუნებდნენ. დაახლოებით, 2-3 თვის გასვლის შემდეგ, შემთხვევით გავიგე, რომ ისინი ნავთობის ბიზნესში არ არიან და ჩემ მიერ მიცემული თანხა გახარჯეს. ეს არის თაღლითობა. პროკურატურამ ყველაფერი იცის, მაგრამ რეზომ მითხრა, რომ მას ჰყავს ხალხი საგამოძიებო უწყებაში და რომ ჩემი განცხადება ფარატინა ქაღალდად დარჩება,“ - განაცხადა ბიზნესმენმა, ზაქირ ბაბაევმა.

მოპასუხე მხარის განმარტებით კი, ის მზადაა საკუთარი სიმართლე სასამართლო დარბაზში დაამტკიცოს.

დღის ამბები