18 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დღევანდელი საღამოსთვის ემზადება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საბალეტო დასი თბილისის საბალეტო ფესტივალის სტუმარია.

ორი დღის განმავლობაში ქართველი მაყურებლის წინაშე 4 განსხვავებული საბალეტო წარმოდგენა გაიმართება.

„ულამაზესი თეატრია, არაჩვეულებრივი ქალაქი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საოცრად კარგი გუნდი დაგვხვდა. მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა თბილისში წარმოვადგინოთ ჩვენი ბალეტი,” - განაცხადა დასის გენერალურმა მენეჯერმა, ჯანინი დათმაიერმა.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი იმედოვნებს, რომ წარმოდგენებით ქართველი მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება. 

დღის ამბები