20 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
ემრე ჩაბუქის საქმე და Amnesty international-ის წერილი - ვაშინგტონის გზავნილი ქართულ მხარეს

სოსო ბარათაშვილის საადვოკატო ბიურომ გვიან ღამით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციიდან წერილი მიიღო. Amnesty international ითხოვს, არ გადასცენ ქართველმა სამართალდამცველებმა დაკავებული მუსტაფა ემრეჩაბუქი თურქეთს. 

დემირელის კოლეჯის წარმომადგენელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცველებმა 24 მაისს ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე, ტერორიზმში ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. თურქული მხარე პატიმრის სამშობლოში ექსტრადირებას ითხოვს.

სოსო ბარათაშვილი "კურიერს" უყვება, რომ გავლენიანმა იურისტებმა თბილისში ვაშინგტონის გზავნილი ჩამოიტანეს. ამერიკული ორგანიზაცია ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს თურქეთის მოთხოვნა.

მისცემენ თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, საქართველოს მთავრობამ 7 ივლისამდე უნდა გადაწყვიტოს.

დაკავებულ თურქეთის მოქალაქესთან დევნილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალური კომისია ხვალ გამოკითხვაზე შედის. 

საკუთარი ხელმძღვანელის გამოშვებასა და დაცვას ითხოვენ დემირელისა და მასში შემავალი სკოლების პედაგოგები. ჩაბუქის გათავისუფლების თხოვნით ათასობით ხელმოწერას ისინი მთავრობას გადასცემენ.

დღის ამბები