25 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
ტრეფიკინგი და ბავშვთა უფლებები ქვეყანაში - აშშ-ის რეკომენდაცია საქართველოს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას ტრეფიკინგისა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე რეკომენდაციას აძლევს. შეერთებული შტატები იმ მწვავე ვითარებას აღწერს, რომელიც ტრეფიკინგისა და ბავშვთა ექსპლოატაციის კუთხითაა ქვეყანაში შექმნილი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განსაკუთრებითაა გამოყოფილი შავი ზღვის პირა რეგიონში იძულებითი პროსტიტუციის გახშირებული შემთხვევები. დოკუმენტში ზოგადი ჩანაწერიც არის, იმის შესახებ, რომ საქართველო არის გოგონების და ქალების სექს ტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების ქვეყანა.

ამ ჩანაწერის მიუხედავად, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები მხოლოდ საქართველოს პროგრესზე საუბრობენ და ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ქვეყანა უკვე მეორე წელია პირველ კალათაშია, ანუ მათ გვერდით, სადაც მინიმალურ დონეზეა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.

ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში ტრადიციულად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა მინიმალური დაცვის კუთხით საქართველო პირველ კალათაში 2010-11 წლებში იყო, ამის შემდეგ ქვეყნაში ვითარება გაუარესდა და საქართველომ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ამჯერად, ქვეყნა პირველ კალათაშია, თუმცა ბავშვთა და ქალთა არალეგალური ექსპლუატაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ პრობლემად.

 

დღის ამბები