19 აპრილი 2024,   22:57
ვრცლად
ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს შეხვდება - შეფასებები და კრიტიკა

საქართველოს ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელთან - ჯანი ბუკიკიოსთან შესახვედრად ემზადება. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გაგრძელებას და რეკომენდაციების სრულფასოვან გათვალისწინებას ითხოვს.

პოლიტიკოსების აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო საზოგადოება და ამომრჩეველი მოატყუა და საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ორ დღეში შეცვალა. არასაპარლამენტო ოპოზიცია ქუჩაში აქციების დაწყებას აანონსებს.

ჯანი ბუკიკიოსთნ შესახვედრად „ქართული ოცნებაც“ ემზადება. მმართველ პარტიას საკუთრი არგუმენტები აქვს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი არავის ჩაუნაცვლებია და მათ მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიტანეს.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება შეაჩეროს და ახალი დოკუმენტის დამტკიცებამდე, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები და საერთო სახალხო განხილვების ახალი რაუნდი დაიწყოს.

ჯანი ბუკიკიო საქართველოში უკვე ჩამოვიდა და პირველივე კომენტარში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებითა და მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუებულია. "ქართულ ოცნებაში" კი იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი სიტუაციას გაგებით მოეკიდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები