20 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იმედისმომცემი იყო - ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესით იმედგაცრუებულია. ის საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და პირველი კომენტარიც გააკეთა. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს კვლავ რჩება იმედი, რომ პოლიტიკური ძალები კონსენსუსს მიაღწევენ.

„იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ, რადგან ეს პროცესი იმედისმომცემი იყო. ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება შეთანხმებული იყო, რომ წინ წაეწია ჩვენი მოკრძალებული დახმარებით და რჩევებით. ჩვენ მართლად კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება კარგი კომპრომისის მიღწევას. ჩვენი რეკომენდაციები საჯაროა. ტექსტი პოზიტიურია, მაგრამ შეიცავდა საკითხებს, რომლებიც უნდა გაუმჯობესებულიყო. ეს ეხებოდა მოსამართლეებისა და პრეზიდენტის არჩევის წერსს,” - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

დღის ამბები