18 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
ზაჰესის ხიდი, რომლის მშენებლობას 3 წლის განმავლობაში უმარავი სკანდალი ახლდა, ისევ პრობლემები აქვს​

ზაჰესის ხიდამდე მისასვლელი გზის ნაწილი რამდენიმე კვირის წინ ჩამოინგრა და თბილისის მერია იძულებული გახდა, დროებითი ზომები მიეღო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ხიდის გამო, დედაქალაქის მთავრობა არა ერთ სკანდალში გაეხვა. ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული რამდენიმე მილიონის მიუხედავად, პრობლემის მოგვარება მერიის მაღალჩინოსანთა არაკომპეტენტურობის გამო ვერ ხერხდება.

მერიაში ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობა არც მუნიციპალიტეტს და არც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ეკუთვნის, რადგან დაზიანებულ გზას ხიდთან შემხებლობა არ აქვს.

ხიდი, რომელიც დღეს მერიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა, 2 წელიწადნახევრის განმავლობაში დაკეტილი იყო. მისი რეაბილიტაციისთვის ნარმანიას მთავრობამ 2 განსხვავებული პროექტი და 3 მშენებელი კომპანია გამოიცვალა. 2014 წელს კომპანია "ხიდთან" გაფორმებული ხელშეკრულება მერიამ ერთი წლის შემდეგ გააუქმა, რადგან ამ კომპანიამ ბიუჯეტიდან, ავანსის სახით ჩარიცხული 2 მილიონიდან სამუშაოებზე, მხოლოდ 400 ათასი დახარჯა, დანარჩენი კი მიითვისა. შემდეგ პროექტი კომპანია "ენსისის" გადააბარეს, რომელმაც თავდაპირველი ვარიანტი დაიწუნა და ახალი ხიდი ააშენა.

დღეს ზაჰესის ხიდთან მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მივიდა, რომელმაც თბილისის მთავრობა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო გააკრიტიკა.

დღის ამბები